დღეს - 14 ივლ
საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციული ასისტენტი
თბილისი, ვაკე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემის ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემის ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
IT Connect — სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულყოფილ კორპორატიულ IT ინფრასტრუქტურის მართვასა და მხარდაჭერას.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს:
  • IT აუთსორსინგს;
  • ქსელურ და სერვერულ ინფრასტრუქტურას;
  • სერვერების ვიზუალიზაციას;
  • სამეთვალყურეო (CCTV) სისტემებს;
  • ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს.

ამჟამად ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც შემოგვიერთდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

პოზიცია: IT ადმინისტრაციული ასისტენტი გრაფიკი: 5/2 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების/რეპორტების მომზადება;
  • შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა, დასწრება, განხილული საკითხების დეტალური ფიქსაცია, დავალებების მონიტორინგი და შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • საჭირო დოკუმენტების შეგროვება, დამუშავება, გადაგზავნა და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;
  • შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით;
  • გამოფენების, კონფერენციებისა და სხვა პროფესიული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ორგანიზაციული პროცესების კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
  • სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება საჭიროების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • Microsoft OFFICE-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარები;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
  • ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემის ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები