შემდეგი
12 ივნ - 11 ივლ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა, სატვირთო ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: C კატეგორია
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 2000+
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალების მართვა;
- დატვირთული სატრანსპორტო საშუალებით, სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგების პროცესის მხარდაჭერა;
- საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება;
- ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისა (უშუალო ხელმძღვანელი, მიწოდების სუპერვაიზერი და ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი) და სადაზღვევო კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო);
- C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული
სხვა მითითებები - ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა,
სატვირთო ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები