შემდეგი
12 ივნ - 11 ივლ
უმცროსი ექიმი ჰემატოლოგიის დეპარტამენტში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@hgh.ge
ტელეფონი: +995 599522244
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე, ჰემატოლოგია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
საექთნო საქმე, ჰემატოლოგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის" ჰემატოლოგიის დეპარტამენტში უმცროსი ექიმის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
სამუშაო გრაფიკი; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის 09:30-დან 17:30 საათამდე
ფუნქცია-მოვალეობები
- ჰემატოლოგიის დეპარტამენტში პაციენტების მართვაში მონაწილეობა ზედამხედველი ექიმის ხელმძღვანელობით;
- პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მკურნალი ექიმისთვის;
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგების შეგროვება და ანალიზში მონაწილეობა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის (ისტორია, ეპიკრიზი, ჩანაწერები) წარმოებაში მონაწილეობა;
- მკურნალობის პროცესში ჩართულობა ექიმის მითითებების შესაბამისად;
- ჰემატოლოგიური პაციენტების ყოველდღიური ვიზიტების პროცესში მონაწილეობა;
- კლინიკური პროტოკოლებისა და შიდა რეგულაციების დაცვა;
- სამედიცინო გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- რეზიდენტი ან მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი (VI) კურსის სტუდენტი;
- ჰემატოლოგიის მიმართულებით მუშაობის სურვილი და მოტივაცია;
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ეთიკური ნორმების დაცვა;
- გუნდში მუშაობის უნარი და ეფექტური კომუნიკაცია;
- მაღალი ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (სამედიცინო დოკუმენტაცია).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: hr@hgh.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით +995 599522244
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
საექთნო საქმე,
ჰემატოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები