დღეს - 23 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა, ანდერაიტინგი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა, ანდერაიტინგი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,ქართული
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე თბილისიში ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში ოპერირებს
სამუშაო აღწერილობა:
ძირითადი მოთხოვნები:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: recruitment3@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
სამუშაო აღწერილობა:
- სამედიცინო დაზღვევის მიმართულების სტრატეგიის, კლინიკური ხედვისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და განხორციელების ხელმძღვანელობა;
- სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, სამედიცინო პოლიტიკების, კლინიკური კრიტერიუმებისა და ანდერაითინგის სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი პერიოდული გადახედვა;
- სამედიცინო ანდერაითინგის, ანაზღაურების/პრეტენზიების, გაყიდვების, ანალიტიკისა და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია, რათა სამედიცინო გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ბიზნეს-მიზნებსა და ხარისხის სტანდარტებს;
- კლინიკებთან, საავადმყოფოებთან და სხვა პროვაიდერებთან სტრატეგიული ურთიერთობის მართვა, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და პროვაიდერული ქსელის განვითარების მხარდაჭერა;
- პორტფელის, ზარალიანობის, ხარჯთეფექტიანობის, უტილიზაციის ტენდენციებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- რთული, მაღალი ღირებულების ან სადავო შემთხვევების კლინიკურ განხილვაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის მიწოდება;
- შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან, ეთიკურ სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის, უტილიზაციისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მონიტორინგი, საჭირო გაუმჯობესებების ინიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების მხარდაჭერა;
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა, თანამშრომლების განვითარება, შესრულების შეფასება და მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი, მედიცინა; ჯანდაცვა; ფარმაცია; სტომატოლოგია; ფიზიკური მედიცინა/რეაბილიტაცია
- სამედიცინო დაზღვევის პროდუქტების, პროცესების, ბაზრისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა;
- პროფესიული ეთიკის სტანდარტების ცოდნა;
- ანდერაითინგის, რისკების შეფასების, ანაზღაურებების/პრეტენზიების მართვისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შემდეგ პოზიციებზე, სადაზღვევო ინდუსტრიაში: სამედიცინო დირექტორი; სამედიცინო დირექტორის მოადგილე; სამედიცინო ანდერაიტინგის ხელმძღვანელი ან ოჯახის ექიმების სამსახურის უფროსი;
- ჯამური გამოცდილება სამედიცინო მიმართულებით 5 წელი, 2 წელი მენეჯერული;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: recruitment3@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა,
ანდერაიტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
