11 ივნ - 10 ივლ
WMS პროგრამული უზრუნველყოფისა და კონტროლის სპეციალისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: რუსული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას WMS პროგრამული უზრუნველყოფისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

მე, ნინო ნარიმანიძე, პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2010 წლიდან. შერჩეულ კანდიდატს შევასწავლი საწყობთან დაკავშირებულ პროგრამულ პროცესებს, როგორც ERP ასევე, WMS პროგრამაში და ხელის მოკრების ტერმინალზე. დავეხმარები შემდეგი უნარების განვითარებაში: რამოდენიმე საქმის ერთდროული მართვა, ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი პროგრამული მოთხოვნების გაანალიზება, საჭიროების შემთხვევაში დახმარება და პროცესში მხარდაჭერა;
  • საწყობის მართვის პროგრამის (WMS) დანერგვაში მონაწილეობა, წარმოქმნილ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების მოხდენა და აღმოფხვრა;
  • მომხმარებლების მიერ პროგრამაში დაშვებული შეცდომების კონტროლი და გასწორება;
  • ტრენინგებისა და გამოცდების ჩატარება;
  • სასწავლო და საგამოცდო მასალების მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოების და შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაციის (ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი) წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • საწყობის პროგრამასთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • MS excel -ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები