11 ივნ - 02 ივლ
ავტო და იპოთეკური სესხების რეგისტრატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო და იპოთეკური სესხების რეგისტრატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი,

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანი
იპოთეკური და ავტო სესხების რეგისტრატორი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკი“-ს მასშტაბით იპოთეკური და ავტო სესხების ხელშეკრულებების მომზადებასა და მართვაზე, პოზიციისთვის განსაზღვრული სხვა პროცესებისა და პროცედურების სტანდარტთან შესაბამისობაზე.

სპეციფიური პასუხისმგებლობები
  • სესხის მომზადება გასაცემად და საჭირო დოკუმენტაციის გენერირება CSS -ში (გენერალური საკრედიტო ლიმიტი, გირავნობა/იპოთეკა, სესხის ხელშეკრულება);
  • სესხთან ერთად გასაცემი სადაზღვევო პროდუქტების დოკუმენტაციის მომზადება;
  • ხელშეკრულებაში ცვლილებების ინიცირება და დამტკიცების შედეგად ამ ცვლილებების ადმინისტრირება;
  • მომზადებული დოკუმენტაციის გადაგზავნა ფილიალში;
  • ფილიალის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით;
  • საჯარო რეესტრში იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე;
  • საჯარო რეესტრის ჩანაწერების ვიზირება და ტექნიკური ხარვეზების ჩასწორება;
  • ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე;
  • შსს მომსახურების სააგენტოში : განაცხადის რეგისტრაცია, პირველადი ცნობის ვიზირება, გირავნობის რეგისტრაცია, მეორე ცნობის დათვალიერება;
  • მომზადებული ხელშეკრულებების ფაილინგის მართვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
განათლება:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);

სამუშაო გამოცდილება:
  • კლიენტთა მრჩეველის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • შსს მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • ეფექტური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე, სერვისცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
  • გუნდთან ერთად მუშაობის უნარები;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედო ბანკს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 ივლისი, 2026 წელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები