11 ივნ - 10 ივლ
Food and Beverage Supervisor
თბილისი, თბილისის ზღვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 574 11 43 11

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
„ჯინო ჰოლდინგი“ ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას, კვებისა და სასმელების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება
  • რესტორნის სამუშაო პროცესების უზრუნველყოფა
  • სივრცის გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი
  • საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება
  • ჯავშნების მონიტორინგი
  • მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
  • მომსახურების სტანდარტების რეგულარული ტრეინინგი და პერსონალის აქტიური გადამზადება
  • თანამშრომელთა განრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება
  • მარაგების კონტროლი
  • ჰიგიენის და HACCP სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:
  • მუშაობის გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)

აუცილებელი უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1500 ლარი

დაინეტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com, სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე +995 574 11 43 11
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



სასტუმრო / რესტორანი / კვება
სურსათისა და სასმელების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები