დღეს - 10 ივლ
სტანდარტი
კლიენტებთან ურთიერთობის უფროსი ბანკირი - WM-ის არარეზიდენტი კლიენტების მომსახურების განყოფილებაში
თბილისი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური,რუსული
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის უფროსი ბანკირის პოზიციაზე - WM-ის არარეზიდენტი კლიენტების მომსახურების განყოფილებაში
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 24/06/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 24/06/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
პოზიციის მიმოხილვა
კლიენტებთან ურთიერთობის უფროსი ბანკირი პასუხისმგებელია დაგროვილი კაპიტალის მართვის კლიენტების ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე — მათთვის მორგებული საინვესტიციო, საკრედიტო და საბანკო სერვისების შეთავაზების გზით.
პოზიცია მოიცავს კლიენტების პორტფელის მართვას, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და აქტივების მოცულობის (AUM) ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას. კონფიდენციალურობის დაცვა კლიენტის მონაცემებთან მუშაობისას.
მთავარი ფუნქციები
- კლიენტებთან ურთიერთობის მართვა:
- იმოქმედოს როგორც WM კლიენტების ძირითადი საკონტაქტო პირი.
- განავითაროს და შეინარჩუნოს გრძელვადიანი ურთიერთობები კლიენტების ფინანსური მიზნების საფუძვლიანად გაცნობითა და ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებების მიწოდებით.
- რეგულარულად განახორციელოს კლიენტის პორტფელის გადახედვა და წარადგინოს პროაქტიული საბანკო და საინვესტიციო შეთავაზებები მისთვის.
- ბაზრის/კონკურენტი ბანკების, ფინანსური პროდუქტების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი ანალიზი და შესაბამისად ახალი პროდუქტების და მომსახურებების დანერგვის დაინიცირება.
- კლიენტის onboarding პროცესის კოორდინაცია, კლიენტის შესახებ არსებული ყველა მონაცემის თავმოყრა და დამუშავება.
- გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი შიდა რეგულაციური წესების დაცვა.
- პერსონალიზებული ფინანსური გეგმის შექმნა და განხორციელება რეფერალურ აგენტებთან, EAM-სა და საოჯახო ოფისებთან ერთად.
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა.
- გუნდური თანამშრომლობა:
- გაუწიოს მხარდაჭერა ახალბედა თანამშრომლებს და ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას გუნდში; (მენტორი)
- მჭიდროდ ითანამშრომლოს ბანკის შიდა დეპარატამენტებტან კლიენტებისთვის მომსახურების შეუფერხებელი მიწოდებისთვის, მათ შორის: ფინანსები, იურიდიული და შესაბამისობის გუნდები.
- თანამშრომლობა ბანკის გარე მიმართულებებთან კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. მათ შორის: თიბისი კაპიტალი, აქტივების მართვის კომპანია, თიბისი დაზღვევა, თიბისი ლიზინგი და სხვა.
- შესაბამისობა და რისკების მართვა:
- AML/KYC რეგულაციების შესაბამისად კლიენტის ინფორმაციის და დოკუმენტაციის სრულყოფილი მართვა.
- გამოწვევებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა.
- შესაბამისობის (compliance), და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) გუნდებთან მჭიდრო ურთიერთობა.
- ბანკის შიდა პოლიტიკების, საკანონმდებლო რეგულაციების, პროცესების და საოპერაციო რისკების მოთხოვნების დაცვა.
კვალიფიკაცია
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებასა ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- მინიმუმ 3+ წლიანი გამოცდილება პირად ბანკინგში, ქონების მართვაში ან მსგავს საკონსულტაციო როლში.
უნარები
- საბანკო და საინვესტიციო პროდუქტების, პორტფელის მართვისა და გლობალური ფინანსური ბაზრების ცოდნა.
- საბანკო საოპერაციო პროგრამების ცოდნა.
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა, როგორც ვერაბული ისე წერითი კურთხით.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობების უნარები.
- მაღალი დონის ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zf-5j
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

