დღეს - 09 ივლ
ვიპ
AutoCAD, CATIA ან/და Revit სპეციალისტი
თბილისი, ლილო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@fabricon.ge
ტელეფონი: +995 591 035 551
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
კომპიუტერული გრაფიკა/CAD - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ლითონებისა და ფოლადის წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: სხვა
- ენები: ქართული
მოწინავე ქართული კომპანია „ფაბრიკონი“ მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.
კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.
ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით, რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა ჩვენს საწარმოო ბაზაზე.
ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ფაბრიკონში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს AutoCAD, CATIA ან/და Revit სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოებისთვის განკუთვნილი ნაკეთობების ელ. ნახაზების შექმნა;
- წარმოებისთვის განკუთვნილი ნაკეთობების 3D ესკიზების შექმნა;
- ახალი პროდუქტების დიზაინის და კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- ინდივიდუალური ნაკეთობების კონსტრუქციული ნახაზების შემუშავება და საწარმოო ბარათების შედგენა;
- მიღებული სტანდარტული შეკვეთების დამუშავება და სხვადასხვა საწარმოო უბნებზე დავალებების მომზადება;
- შემუშავებული ნახაზების და ესკიზების ვიზუალიზაცია;
- მიღებული/დამუშავებული შეკვეთების კალკულაციების შედგენა;
- CNC დანადგარებისთვის სამუშაო ფაილების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში ან მომიჯნავე სფეროში;
- აუცილებელია ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, Qcad, Revit ან CATIA -ს სრულყოფილად ცოდნა;
- მექანიკური სისტემების ნახაზების/ესკიზების შექმნის გამოცდილება;
- საწარმოო ინვენტარის/აღჭურვილობის ცნობა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- სისხარტე;
- სამუშაოს დაგეგმვის და ბოლომდე მიყვანის უნარი.
დამატებითი დეტალები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 დან 18:00 მდე;
ბენეფიტები: დაზღვევა, კვება, ფიტპასი;
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე hr@fabricon.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 035 551 / ფიქს. 032 24 24 099.
სამშენებლო
კომპიუტერული გრაფიკა/CAD
ნახვები
უნიკალური ნახვები
