09 ივნ - 01 ივლ
ადმინისტრატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • სავიზიტო ბარათების, კომპანიის ბლანკებისა და სხვადასხვა მასალების ბეჭდვის უზრუნველყოფა/შესყიდვა;
  • შესყიდვების სიტემაში DHL, ადმინისტრაციული მომსახურეობების ინვოისების ატვირთვა და გადარიცხვის უზრუნველყოფის კონტროლი, შედარება ინვოისის თანხების და მიღებული სერვისის;
  • DHL ფოსტის შეკვეთილი მასალების მიღება/გაგზავნა;
  • კომპანიის სტუმრების დახვედრა და მისალმება;
  • კომპანიაში შემოსული სტუმრების გადამისამართება;
  • კომპანიისთვის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება;
  • ზედამხედველის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • გარე კომპანიებთან ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით კონტრაქტების მომზადება და ხელმოწერების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში ( მაგ. ლოიალური თანამრომელი, ახალი წლის საჩუქრები და ა. შ) ანგარისწორების კონტროლი;
  • ადგილობრივი სასტუმროების დაჯავშნის უზრუნველყოფა თანამშრომელთა მივლინების დროს. ანგარისწორების კონტროლი.
  • მივლინების ბრძანების გამოწერა;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • კარგი ორგანიზაციული უნარები;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული; თვითმოტივაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე,
შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი
ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე
შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული
იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)ღილაკის საშუალებით.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები