შემდეგი
09 ივნ - 08 ივლ
ცხელების მზარეული
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sophio.maisuradze@cruise.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ცხელი კერძები, კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: სხვა
- ენები: ქართული
„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
ვაკანსია: ცხელების მზარეული
კომპლექსი კრუიზი აცხადებს ვაკანსიას "ცხელების მზარეულის" პოზიციაზე.
მისამართი: ბელიაშვილის 81
დღიური ანაზღაურება: 100 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ძირითადი მოთხოვნები:
- მზარეულის პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდში მუშაობის უნარი
- მოწესრიგებულობა და ენერგიულობა
ძირითადი მოვალეობები:
- ცხელი კერძების და შესაბამისი პროდუქციის მომზადება დადგენილი რეცეპტურის და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად
- პროდუქციის ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა
- ინგრედიენტების სწორად დამუშავება, მომზადება და შენახვა
- შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მომზადება
- ნედლეულის რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმიზაცია
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
კომპანია „კომპლექსი კრუიზი“ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია „კომპლექსი კრუიზი“-ს მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ცხელი კერძები,
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები