09 ივნ - 01 ივლ
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლი
თბილისი, სამგორი, მოსკოვის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამოქალაქო საინჟინრო საქმე, მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500 - 3500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,სიცოცხლის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
  • ენები: ქართული
HESTIA აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

მოთხოვნა:
  • სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ობიექტზე მინიმუმ 2 წელი;
  • არქიტეტორული და კონსტრუქციული პროექტების წაკითხვა-გარჩევის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი, ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • ობიექტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო მასალების შეძენა
  • მომწოდებლის მოძებნა, მასალების წამოსაღებად შესაბამისი ტრანსპორტის მოძებნა;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე პროცესების სიღრმისეული მონიტორინგი;
  • სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვ.);
  • ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
  • ხარჯების ოპტიმიზაცია.

აუცილებელი უნარები:
  • სამშენებლო სტანდარტების, სამშენებლო მასალების ცოდნა
  • სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
  • ლიდერული თვისებები, ორგანიზაციული უნარები.
  • შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და ენთუზიაზმი
  • დოკუმენტაციასთან მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hrheestia@gmail.com

სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები
ნახვები
უნიკალური ნახვები