08 ივნ - 07 ივლ
პერსონალური ასისტენტი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული ფილანტროპია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
  • ენები: ქართული
ა(ა)იპ სტუდია „ეი-დი-სი“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამაზე, „პერსონალური ასისტენტის“ პოზიციაზე რუსთავში.

პერსონალური ასისტენტის ფუნქციები:
პერსონალურმა ასისტენტმა ბენეფიციარს ასისტირება უნდა გაუწიოს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

კერძოდ:
  • კვების დროს;
  • თავის მოვლის პროცედურებისა და ჩაცმის დროს;
  • საოჯახო საქმეებში, საყიდლებზე სიარულისას, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესში;
  • მუშაობის, დასვენების, დღის დაგეგმვისა და სხვა აქტივობებში.

ა(ა)იპ სტუდია „ეი-დი-სი“ 1991 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ინკლუზიური სოციალური სერვისების განვითარება და განხორციელება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: studioadc.rustavi1@gmail.com
ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: პერსონალური ასისტენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები