დღეს - 04 ივლ
სტანდარტი
ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cartubank.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: შიდა აუდიტის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით რისკზე დაფუძნებული აუდიტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
- დამტკიცებული აუდიტის გეგმისა და მეთოდოლოგიის შესაბამისადაუდიტების განხორციელება; ასევე, საჭიროების შემთხვევაში თემატურ შემოწმებებში და აუდიტის სხვა პროექტებში მონაწილეობა;
- აუდიტის ჩატარებით ინფორმაციულ აქტივებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, არსებული კონტროლის მექანიზმების ანალიზი და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
- ბიზნესპროცესებისთვის გაწეული IT მხარდაჭერის სისრულისა და ეფექტურობის შეფასება;
- IT მიმართულებაში განხორციელებული ხარჯებისა და ინვესტიციების მიზანშეწონილობის ანალიზი;
- შიდა ნორმატიული აქტების ანალიზი - პოლიტიკებისა და პროცედურების შეფასება;
- ბანკის შესაბამისობის შეფასება საკანონმდებლო, სხვა რეგულაციურ მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან;
- აუდიტის ანგარიშების მომზადება, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება და წარდგენა;
- გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შემდგომი შემოწმებების (Follow-up) განხორციელება;
- შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტებისა (IIA Standards) და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- მუშაობის გამოცდილება ფინანსური სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების, IT აუდიტის ან IT პროცესების შეფასების მიმართულებით;
- IT სისტემების, აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის ცოდნა;
- საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების, საბანკო კანონმდებლობის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩარჩოების, სტანდარტების და მეთოდოლოგიების ცოდნა (COBIT, ITIL, ISO, NIST, PCI DSS, SWIFT CSP);
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.
სასურველი:
- საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატების ფლობა (ISO, CISA, CISM, CISSP, CIA ან სხვა);
- საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩოსა და საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების ცოდნა;
- საგადახდო ინსტრუმენტების და ციფრული ბანკინგის პროდუქტების ცოდნა;
- მონაცემთა ანალიზისა და აუდიტორული პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.
უნარები და თვისებები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ობიექტურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
- კომუნიკაციისა და დიპლომატიური ურთიერთობის უნარი;
- პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 05 ივლისი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
