დღეს - 04 ივლ
ვიპ
ყავისა და ყავის აპარატების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: baristaschoolge@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: სხვა, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური,რუსული
Dim Kava Georgia აცხადებს ვაკანსიას ყავისა და ყავის აპარატების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების % + ბონუსი (განხილვა გასაუბრებაზე)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სამუშაო საათები 10:00 – 18:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფალიაშვილის 66.
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
ჩვენს შესახებ:
Dim Kava Georgia სპეციალიზებული მაღაზიაა სადეგუსტაციო დარბაზით და სერვის ცენტრით. ჩვენ ვყიდით შვეიცარიულ ყავას და ყავის აპარატებს წამყვანი მსოფლიო ბრენდების, როგორებიცაა DeLonghi, Melitta და Nivona, და ასევე გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას.
მოვალეობები:
- შემოსული მოთხოვნების დამუშავება და მომხმარებლების კონსულტაცია (მესენჯერი, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი);
- ყავისა და ყავის აპარატების აქტიური გაყიდვები;
- მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, CRM-თან მუშაობა;
- მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
- კომერციული წინადადებებისა და ანგარიშების შედგენა;
- მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (აქციები, სპეციალური შეთავაზებები).
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- მობილიზებული
- ორგანიზებული,
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
- კომუნიკაბელური,კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის უნარი.
- აუცილებელია საკომუნიკაციო ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა(word, excel)
ჩვენ გთავაზობთ:
- პროდუქტისა და გაყიდვების ტექნიკების ტრენინგს;
- დროულ ანაზღაურებას და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას სტარტზე;
- კომპანიასთან ერთად განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: baristaschoolge@gmail.com ; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
