05 ივნ - 04 ივლ
ფოტო/ვიდეო ოპერატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხელოვნება / მედია ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც ‘’მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის’’ სახელითაა ცნობილი.

“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი ‘’მედ 11’’, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
‘’მედიქალ ვორლდის’’ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ აცხადებს ვაკანსიას ფოტო/ვიდეო ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 1000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით

ფოტო/ვიდეო ოპერატორის სამუშაოს აღწერა:
  • კომპანიის ჩართულობის შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ფოტო/ვიდეოს გადაღება დამუშავება და მონტაჟი კომპანიის აღჭურვილობით;
  • კომპანიის წარმომადგენლობასთან ერთად რეგიონებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ფოტო და ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ფოტო/ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე გადაღებისა და მონტაჟის ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე(ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე https://mlab.ge/, ასევე ფბ-გვერდზე: https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
ხელოვნება / მედია
ფოტოგრაფია,
ვიდეოგრაფია
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები