დღეს - 03 ივლ
სტანდარტი
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
"კომპანია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი (ოფისიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ეფექტიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და განხორციელებას.
ამ პოზიციაზე დასაქმებული პირი პასუხისმგებელი იქნება ციფრული მარკეტინგის კამპანიების მართვაზე, კონტენტის დაგეგმვასა და კოორდინაციაზე, მომხმარებელთა მოზიდვის პროცესის მხარდაჭერაზე, ასევე კამპანიების შედეგების ანალიზსა და ანგარიშგებაზე.
მარკეტინგის მენეჯერი უშუალოდ ანგარიშვალდებული იქნება მარკეტინგის ხელმძღვანელის წინაშე და აქტიურად ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კოორდინაცია;
  • მიმდინარე და ახალი პროექტების პოპულარიზაციისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება;
  • კამპანიების ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
  • მარკეტინგული კალენდრის მართვა.

ციფრული მარკეტინგი
  • Google Ads, Meta Ads და სხვა ციფრული არხების ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი;
  • ვებგვერდისა განახლებისა და გაუმჯობესების კოორდინაცია;
  • ელფოსტის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • ვებ-ანალიტიკისა და ციფრული კამპანიების შედეგების ანალიზი.

კონტენტის მართვა
  • სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის მომზადება და განხორციელება;
  • სარეკლამო ტექსტების, სოციალური მედიის პოსტების, ბლოგების, პრეზენტაციებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
  • ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია;
  • ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა.

ლიდების მართვა და გაყიდვების მხარდაჭერა
  • ლიდების გენერირების პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი;
  • CRM სისტემაში მონაცემების სიზუსტისა და სრულყოფის კონტროლი;
  • ლიდების წყაროებისა და ეფექტიანობის ანალიზი;
  • გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია მომხმარებელთა მოზიდვისა და გარდაქმნის გასაუმჯობესებლად.

პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა
  • სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან, ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  • მომწოდებლებისგან მიღებული მომსახურების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების ორგანიზება და კოორდინაცია.

ანგარიშგება და ანალიტიკა
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი;
  • რეგულარული ანგარიშების მომზადება;
  • კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების წარდგენა.

განათლება
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით.

გამოცდილება
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების პროექტების გაყიდვების მხარდამჭერ მარკეტინგში

პიროვნული უნარები
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: careerholding1@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები