დღეს - 02 ივლ
ვიპ
ბუღალტრის ასისტენტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მარტყოფი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: t.machitidze@devex.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია დევექსი არის SDLG-ს სამშენებლო ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და უზრუნველყოფს ტექნიკის გაყიდვებსა და სრულფასოვან სერვისს.
შპს ''დევექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
- ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობა;
- სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- საბუღალტრო ბაზების განახლება და ფინანსური მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
- საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში ბუღალტრის მხარდაჭერა;
- კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი დამუშავების მიზნით;
- დოკუმენტაციის არქივირება და საბუღალტრო ჩანაწერების მოწესრიგებული მართვა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
კომპეტენციები და გამოცდილება:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- საბუღალტრო ან ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა Fina-სა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- წლიურ ბონუსს მიღწეული შედეგებისა და KPI-ების შესრულების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას სტაბილურ და მზარდ კომპანიაში;
- ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას შეთანხმებული ტერიტორიიდან.
ადგილმდებარეობა: მარტყოფი, თბილისის შემოვლითი გზის 37.5 კმ
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
თუ თვლით, რომ აკამაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: t.machitidze@devex.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ბუღალტრის ასისტენტი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან,
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
დევექსში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
