შემდეგი
დღეს - 03 ივლ
სტარტი
ავიაბილეთების ოპერატორი
ქუთაისი, ჭავჭავაძის დასახლება, ი. ჭავჭავაძის გამზირი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: geoaviahr@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ავიაცია / აეროპორტი
ავიახაზების ოპერაციები, ავიაკომპანიის მომხმარებელთა მომსახურება გაყიდვები სხვა, კლიენტთა მომსახურება ტურიზმი/გართობა ავიაბილეთები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
Avia.ge აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე, ქუთაისში.
Avia.ge არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.
თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ „Avia.ge“ ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!
ფუნქცია მოვალეობები:
- ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა;
- ოფისში მოსული მომხმარებლის მომსახურება.
- სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება;
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით;
- პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება;
- არსებულ მომხმარებელთან ურთიეთობის გაღრმავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მშაობის გამოცდილებით.
კომპეტენციები და უნარები:
- წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო განაკვეთი: 10:00 – 19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება : ფიქსირებული (1000 ლარი) + მაღალი საბონუსე სისტემა (1000-3000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით)
შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-კვირიან ტრენინგს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე geoaviahr@gmail.com და “SUBJECT” ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “ავიაბილეთების ოპერატორი”.
კანდიდატის მიერ სააპლიკაიო ფორმის შევსება და რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”, საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
გისურვებთ წარმატებას!
ავიაცია / აეროპორტი
ავიახაზების ოპერაციები,
ავიაკომპანიის მომხმარებელთა მომსახურება
გაყიდვები
სხვა,
კლიენტთა მომსახურება
ტურიზმი/გართობა
ავიაბილეთები
ნახვები
უნიკალური ნახვები