დღეს - 01 ივლ
სტანდარტი
გაყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: maia_shvelidze@yahoo.com
ტელეფონი: +995597317772
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების ანალიტიკა, გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 - 3200
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, გაყიდვების ანალიტიკა, გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
თბილისის რძის ქარხანაში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილეს პოზიციაზე
ანაზღაურება: 2 500 ₾ – 3 200 ₾ (ხელზე ასაღები)
სამუშაო მოვალეობები
სტრატეგიული დაგეგმვა და გაყიდვების მართვა
ლოგისტიკა და დოკუმენტაცია
წარმოებასთან ურთიერთობა
მოთხოვნები
პირობები
სამუშაო მოვალეობები
სტრატეგიული დაგეგმვა და გაყიდვების მართვა
- რძის და ყველის პროდუქციის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება საქართველოს შიდა ბაზარზე და ექსპორტის მიმართულებებით;
- წლიური, კვარტალური და ყოველთვიური გაყიდვების გეგმების ფორმირება არხების მიხედვით (HoReCa, საცალო ვაჭრობა, დისტრიბუცია, ექსპორტი);
- საქართველოს რძის პროდუქტების ბაზრის ანალიზი: კონკურენტების (Sante, Neni, Geo Milk და სხვ.) მონიტორინგი, ფასების ტენდენციები, მომხმარებელთა პრეფერენციები;
- კლიენტთა პორტფელის მართვა: სუპერმარკეტები (Carrefour, Spar, Nikora, Fresco), თბილისის სასტუმროები და რესტორნები, რეგიონული დისტრიბუტორები, საექსპორტო პარტნიორები (დსთ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირი);
- გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი, გადახრების ანალიზი და მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება;
- საკვანძო კლიენტებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და კონტრაქტების გაფორმება;
- ფასების პოლიტიკის მართვა: ფასთა სიების, ფასდაკლებებისა და ბონუს-სქემების ფორმირება დისტრიბუტორებისთვის;
- სავაჭრო წარმომადგენლების (5–10 ადამიანი) კოორდინაცია: მარშრუტები, KPI-ები, მოტივაცია, სწავლება;
- დებიტორული დავალიანების კონტროლი და კლიენტების საკრედიტო ლიმიტების მართვა;
- პრომო-აქტივობების, დეგუსტაციების ორგანიზება და გამოფენებში მონაწილეობა (ProdExpo Tbilisi, AgroFood Georgia);
- მარკეტინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტების (NPD) პოზიციონირებასა და გაშვებაზე.
ლოგისტიკა და დოკუმენტაცია
- ლოგისტიკისა და საწყობის კოორდინაცია შეკვეთების ფორმირებისა და მიწოდების ოპტიმიზაციის მიზნით;
- პროდუქციის ცივი ჯაჭვის პირობების დაცვის კონტროლი ტრანსპორტირებისას;
- მენეჯმენტისთვის ანგარიშგების მომზადება (გაყიდვების დინამიკა, მარჟინალურობა, ანალიზი კლიენტების/არხების/SKU მიხედვით);
- საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება (წარმოშობის სერტიფიკატები, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული დოკუმენტები).
წარმოებასთან ურთიერთობა
- მოთხოვნის პროგნოზების გადაცემა წარმოების დეპარტამენტისთვის;
- მზა პროდუქციის მარაგების კონტროლი დეფიციტის ან ჭარბი წარმოების თავიდან ასაცილებლად;
- ასორტიმენტის მატრიცის შემუშავებაში მონაწილეობა სეზონურობის გათვალისწინებით (ზაფხულში სულგუნისა და იმერული ყველის, ზამთარში კარაქისა და არაჟნის მოთხოვნის ზრდა).
მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები);
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი FMCG გაყიდვებში, მათ შორის არანაკლებ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე რძის/საკვები პროდუქციის სექტორში;
- საქართველოს რძის პროდუქტების ბაზრის ღრმა ცოდნა (ძირითადი მოთამაშეები, გაყიდვების არხები, რეგიონული თავისებურებები);
- თანამედროვე საცალო ვაჭრობის (modern trade), ტრადიციული ვაჭრობის (traditional trade) და HoReCa არხებში მუშაობის გამოცდილება;
- B2B მოლაპარაკებების და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების გამოცდილება;
- რძის წარმოების ტექნოლოგიის საბაზისო ცოდნა (შენახვის ვადები, ცივი ჯაჭვი, ლოგისტიკა);
- CRM სისტემების (1C:CRM, Bitrix24, Salesforce ან ანალოგები) და ERP სისტემების ცოდნა, Excel-ის მოწინავე დონე;
- ანალიტიკური უნარები (მონაცემების ანალიზი, პროგნოზირება, მარჟის გამოთვლა);
- ქართული და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულო; ინგლისური/თურქული/არაბული — უპირატესობა;
- ლიდერული უნარები, სტრესგამძლეობა, მივლინებებში გამგზავრების მზადყოფნა;
- HoReCa და დისტრიბუციის ბაზაში არსებული კონტაქტები — მნიშვნელოვანი უპირატესობა.
პირობები
- კონკურენტული ანაზღაურება + კვარტალური ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით;
- სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება;
- მობილური კავშირი და ლეპტოპი;
- მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში (Anuga, Gulfood, SIAL).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: maia_shvelidze@yahoo.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995597317772
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995597317772
გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია,
გაყიდვების ანალიტიკა,
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები
