02 ივნ - 01 ივლ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების ლიდერობა და სტრატეგია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების ლიდერობა და სტრატეგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„ვოლტა“ წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- გამავალი ზარების განხორციელება კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მიზნით;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
- პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციისას, ყველა ალტერნატიული შესაძლებლობის განხილვა და შეთავაზება გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქციის შერჩევასა და მოძიებაში;
- პროდუქციის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთან კეთილგანწყობილი კომუნიკაცია კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება მიმდინარე პროექტებისა და დავალებების ფარგლებში.
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).
- სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
- შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- საბაზისო კომპიუტერული უნარები.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 49/49ბ;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (მათ შორის შაბათ-კვირა);
დასვენება: კვირის განმავლობაში ნებისმიერი 2 დღე;
სამუშაო საათები: დინამიური გრაფიკი, 10:00 – 18:00 ან 14:00 – 22:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 1 300 ლარი.
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
გაყიდვების ლიდერობა და სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
