დღეს - 01 ივლ
ტექსტის ამკრეფი / ოპერატორი
საქართველოს მასშტაბით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა თარგმნა წარმოება/ოპერაციები აკინძვა, ბეჭდვა/დაკაბადონება
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები საინფორმაციო სერვისები მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა, ბეჭდვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, თარგმანი და ლოკალიზაცია, წერა და რედაქტირება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
სააგენტო „ტექსტორია“ აცხადებს ვაკანსიას ტექსტის ამკრეფის (ოპერატორის) პოზიციაზე სრულად დისტანციური სამუშაო გრაფიკით.
თუ ეძებთ სამსახურს სახლიდან გაუსვლელად, ხართ პუნქტუალური, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, კარგად ფლობთ კომპიუტერს და შეგიძლიათ ტექსტური მასალის სწრაფად და უშეცდომოდ ბეჭდვა, ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა.

სამუშაო ადგილი: სრულად დისტანციური
სამუშაო გრაფიკს: თავისუფალი
საჭირო აღჭურვილობა: პერსონალური კომპიუტერი/ლეპტოპი და სტაბილური ინტერნეტკავშირი.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა ფორმატის მასალებიდან (ნაბეჭდი, ხელნაწერი, აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, სკანირებული დოკუმენტები) ტექსტის ელექტრონულ ფორმატში გადატანა (აკრეფა);
  • ნაბეჭდი დოკუმენტების ციფრული არქივირება და მოწესრიგება;
  • აკრეფილი ტექსტის პირველადი კორექტურა, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომების გასწორება;
  • დოკუმენტების სტანდარტულ ფორმატში მოყვანა (MS Word-ში გამართვა, აბზაცების, შრიფტებისა და სტრუქტურის გასწორება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართულ ენაზე გამართული და უშეცდომო წერის უნარი (სავალდებულოა);
  • კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Word-ის, კარგად ფლობა;
  • კლავიატურაზე სწრაფი ბეჭდვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი (ვინაიდან მუშაობა მიმდინარეობს დისტანციურად);
  • რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დათქმული ვადების მკაცრი დაცვა.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • სრულ თავისუფლებას სამუშაო ადგილის არჩევაში;
  • სტაბილურ და შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ, მხარდამჭერ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: georgiantexts@gmail.com სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „ტექსტის ამკრეფი“.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
თარგმნა
წარმოება/ოპერაციები
აკინძვა,
ბეჭდვა/დაკაბადონება
ნახვები
უნიკალური ნახვები