შემდეგი
01 ივნ - 15 ივნ
მიკრო სესხების საკრედიტო რისკების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@libertybank.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი, საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი, საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ლიბერთი ბანკი აცხადეებს ვაკანსიას მიკრო სესხების საკრედიტო რისკების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა- სათავო ოფისი, მიკრო და მცირე სესხების საკრედიტო რისკების ანალიზის და მონიტორინგის დეპარტამენტი
ფუნქცია-მოვალეობები:
- საკრედიტო განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- მსესხებლის საკრედიტო რისკებისა და კრედიტუნარიანობის შეფასება;
- საკრედიტო ფაილებში მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფის უზრუნველყოფა;
- მიღებული გადაწყვეტილებების საკრედიტო ექსპერტებისთვის გაცნობა/არგუმენტირება;
- საკრედიტო პორტფელის, მათ შორის დამტკიცებული და ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი და ანალიზი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - უმაღლესი (ტექნიკური, ეკონომიკური ან საბანკო მიმართულებით);
- სამუშაო გამოცდილება - ფინანსურ ორგანიზაციებში (ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით/ საკრედიტო ექსპერტად/საკრედიტო რისკების მენეჯერად) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint და Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთშეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
საბანკო
საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი,
საკრედიტო ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები