დღეს - 30 ივნ
IT ასისტენტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,საცხოვრებლის უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება სხვა
    ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული,ინგლისური
ჰაუს ჰოტელ ყვარელი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: IT ასისტენტი

სასტუმროს შესახებ
ჰაუს ჰოტელ ყვარელი წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმართმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.

ძირითადი მოვალეობები
  • უზრუნველყოს სასტუმროს IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა, მათ შორის კომპიუტერების, ქსელების, სერვერებისა და პროგრამული სისტემების ტექნიკურ გამართულობა.
  • თანამშრომლებისთვის დროული ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა და ხარვეზების აღმოფხვრა (troubleshooting).
  • სასტუმროს ქსელის უსაფრთხოების კონტროლი, მონაცემთა სისტემების მონიტორინგი.
  • ტექნიკური აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფისა და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციაში, კონფიგურაციასა და განახლებაში მონაწილეობა.
  • IT გუნდის მხარდაჭერა, POS-წერტილების, სასტუმროს მართვის სისტემებისა (PMS) და სხვა სასტუმრო პროგრამების ინსტალაცია და მართვა.
  • IT პროცედურების, აღჭურვილობისა და ხარვეზების აღმოფხვრის ეტაპების დოკუმენტაციის წარმოება.
  • სასტუმროს პერსონალის ტრენინგი IT სისტემების, პროგრამების გამოყენებისა და კიბერუსაფრთხოების წესების მიმართულებით.
  • მომწოდებლებთან და სერვისის პროვაიდერებთან თანამშრომლობა ტექნიკური პრობლემების გადასაჭრელად (საჭიროებისამებრ).
  • IT აღჭურვილობის მარაგების მონიტორინგი.
  • სასტუმროს IT პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა.

გამოცდილება და უნარები
  • IT მიმართულებით სასტუმროში მუშაობის გამოცდილება.
  • კომპიუტერული ქსელების, ოპერაციული სისტემებისა და ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა.
  • სასტუმროს IT სისტემების (PMS, POS) ცოდნა.
  • ძლიერი ანალიტიკური (პრობლემების გადაჭრის), ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
  • გუნში მუშაობის უნარი.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ტრანსპორტირებას
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სხვა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები