01 ივნ - 15 ივნ
კონტროლის ჯგუფის ოფიცერი​
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას კონტროლის ჯგუფის ოფიცრი​ს პოზიციაზე;

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი;

ძირითადი მოვალეობები:
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება/დამუშავება;
  • ბანკის სტრუქურული ერთეულების ადგილზე/დისტანციური მონიტორინგი;
  • შემოწმების შესაბამისი დასკვნების/რეპოტინგის მომზადება;
  • რისკების მინიმიზაციისთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინ. 2 წლიანი (მოლარე-ოპერატორის პოზ.) საბანკო გამოცდილება;
  • სასურველია ბანკში მოქმედი პროგრამების (CRM, RS,LBANK,UFE) ცოდნა;
  • Microsoft საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია გააჩნდეს მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები