დღეს - 28 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში ოპერირებს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ინჟინერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაცემთა ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის შექმნა და განვითარება;
- მონაცემთა Pipeline-ბის მართვა და ETL პროცესების შექმნა (მეტი წილი ტრანსფორმაციაზე)
- მონაცემთა ანალიტიკოსთან და მეცნიერთან კოლაბორაციით მონაცემთა მოთხოვნების განსაზღვრა, მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა დოკუმენტაციის და მეტამონაცემების მართვის სისტემების წარმოება;
- მონაცემთა ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის განვითარება/შენარჩუნება;
- მიმდინარე ტექნოლოგიური ტენდენციების კომპანიის მონაცემთა ინფრასტრუქტურაზე მორგება.
კომპეტენციები:
- SQL-ში მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება. Query ოპტიმიზაციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Phyton-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Git-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რელაციური მონაცემთა ბაზის პრინციპების ცოდნა;
- ETL პროცესების განვითარების გამოცდილება. Airflow-ში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- DBT-ით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონაცემთა ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
