დღეს - 27 ივნ
სტანდარტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/ინჟინერია, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/ინჟინერია, IT მხარდაჭერა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
Advanced Audit & Consulting Company (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.
AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:
HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.

კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, “სიმეტრა” და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია: www.aacc.ge

AACC-ის IT დეპარტამენტში ვეძებთ IT ინჟინერს.

რას გთავაზობთ?
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს;
  • შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 დღე ორშაბათი - პარასკევი, 9:00 – 18:00 სთ)
  • ანაზღაურება: 2000 ლარი NET
  • GPI ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass-ი და მე-13 ხელფასი;
  • სამუშაო ადგილი: პარტნიორი კომპანია Sharm Trading-ის ოფისი - ქ.თბილისი, ქსნის ქუჩა N36 (ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ)

ფუნქცია-მოვალეოები:
  • კომპანიის შიდა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის;
  • კომპიუტერული, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, განახლება და პირველადი კონფიგურაცია;
  • IT ინციდენტებისა და ტექნიკური შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება;
  • მომხმარებელთა ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა ადგილზე ან დისტანციურად;
  • კომპანიის IT ინფრასტრუქტურის ყოველდღიური მონიტორინგი და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • IT აქტივებისა და ტექნიკური მოწყობილობების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • მონაცემთა უსაფრთხოების და შიდა IT პროცედურების დაცვის მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში გარე IT პარტნიორებთან ან მომწოდებლებთან კოორდინაცია.

მოთხოვნები, მოლოდინები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT მიმართულებით;
  • IT Support / System Administration / Help Desk მიმართულებით 2 წლამდე პრაქტიკული გამოცდილება;
  • Windows ოპერაციული სისტემებისა და Microsoft 365 ცოდნა;
  • კომპიუტერული ქსელებისა და ქსელური მოწყობილობების (LAN/Wi-Fi) საბაზისო ცოდნა;
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
  • IT უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა;
  • SQL-ის ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • თანამშრომლობაზე ორიენტირებული დამოკიდებულება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://wkf.ms/4uCrpdj

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია “ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
“ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით

გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/ინჟინერია,
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები