28 მაი - 27 ივნრედაქტირებულია - 28 მაი
კომი შეფი/დამხმარე მზარეული
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული

STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმარები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას კომი შეფის/დამხმარე მზარეულის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის(ების) შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
  • შეფისთვის და სამზარეულოს სხვა თანამშრომლებისათვის დახმარების გაწევა და დავალებების შესრულება;
  • სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტიების მომარაგება;
  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • მიზანპლასის მომზადება;
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
  • სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხზე პასუხისმგებლობა;
  • ბუფეტის ტიპის საუზმე, ლანჩი, ვახშმის მომზადება-გაწყობა სტანდარტის შესაბამისად;
  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პროფესიული სერთიფიკატი ამავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • სამზარეულოს ძირითადი ტექნიკის გამოყენების, სურსათის უვნებლობის პრაქტიკისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კომი შეფი/დამხმარე მზარეული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 01 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები