დღეს - 10 ივნ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი, ბიზნეს პროცესები, ბიზნეს კონტროლი, ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი, ბიზნეს პროცესები, ბიზნეს კონტროლი, ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების მონიტორინგის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი.
- პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე).
- მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და დარღვევათა აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება.
- გაცემული რეკომენდაციების შესრულების ვადების კონტროლი.
- პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება და ტენდენციების ანალიზი;
- არსებული პროცესებისა და პროცედურების ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება (მათ შორის As-is და To-be მოდელის გამოყენებით);
- სხვადასხვა პროცესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ურთიერთშესაბამისობის ანალიზი;
- არსებული პროცესების დოკუმენტების პერიოდული აუდიტი და განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
- ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირი;
- CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის და Visio-s მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს განვითარების მენეჯმენტი,
ბიზნეს პროცესები,
ბიზნეს კონტროლი,
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
