შემდეგი
დღეს - 04 ივნ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: joni@nomadsofgeorgia.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური
ტურისტული კომპანია Nomads Of Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის გაყიდვების ზრდასა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების აქტიური შეთავაზება/გაყიდვა;
- ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული პაკეტების შედგენა და რეალიზაცია;
- ახალი, პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კავშირის დამყარება;
- არსებულ კლიენტებთან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
- საჭირო დოკუმენტაციის, ინვოისებისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
- გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა აუცილებელია;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook).
სასურველია (ჩაითვლება პლუსად):
- დამატებითი უცხო ენის ცოდნა;
- GCC (სპარსეთის ყურის ქვეყნების) ბაზარზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი მოტივაცია და ინიციატივიანობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას გთავაზობთ:
ფიქსირებული ანაზღაურება: 1700 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი გაყიდვებიდან;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაოდ საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა (ლეპტოპი და კორპორატიული ტელეფონი);
მეგობრული, დინამიური სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
როგორ მოგვმართოთ:
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: joni@nomadsofgeorgia.com
შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები