შემდეგი
25 მაი - 23 ივნ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 21 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალის შერჩევის სრული პროცესის წარმართვა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის მასობრივი და ოპერაციული მიმართულებებით;
- ვაკანსიების მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;
- შესაბამისი კანდიდატების მოძიება სხვადასხვა წყაროს გამოყენებით;
- გასაუბრებების დაგეგმვა, ჩატარება, კანდიდატთა შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
- მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა ვაკანსიების მოთხოვნების დაზუსტებისა და შერჩევის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით;
- შერჩევის პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
- შერჩევასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება და ანგარიშგების წარმოება;
- საკადრო ცვლილებების (გათავისუფლება, გადაადგილება და სხვა) შესაბამისად ვაკანსიების დროული შევსების უზრუნველყოფა;
- ახალ თანამშრომელთა მიღებისა და ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა;
- თანამშრომელთა უკუკავშირის მიღებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
- თანამშრომელთა გადინების მაჩვენებლების ანალიზში მონაწილეობა და შესაბამისი ტენდენციების იდენტიფიცირება;
- გადინების შემცირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და პროცესებში ჩართულობა;
- შერჩევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- ორგანიზაციაში შიდა კომუნიკაციისა და თანამშრომელთა ჩართულობის აქტივობებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- მასობრივი შერჩევის პროცესებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
- შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
- ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
აუცილებელი უნარები:
- გუნდში ინტეგრაციისა და საერთო მიზნების მისაღწევად ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- ემპათიისა და ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე სამუშაო პროცესში;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
- ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება
ნახვები
უნიკალური ნახვები