25 მაი - 23 ივნ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
"გორგია"-ს პრემიუმ კლასის შოურუმი „ლუსონი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
"ლუსონში" წარმოდგენილია აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტარი, როგორც სასტუმროსთვის, ასევე, საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები და ა.შ.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შოურუმის მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, შეთავაზების გაკეთება და მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის ჩაბარებამდე პროცესების მონიტორინგი;
  • ახალი პროდუქციის მიღებისას თანამშრომლებთან შეთანხმებით დარბაზში დროული განთავსების უზრუნველყოფა;
  • ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი, ფასმაჩვენებლებში რელევანტური ინფორმაციის ასახვის მიზნით;
  • შოურუმში მოსულ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან კომუნიკაცია, პირობების შეთავაზება და მათთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა და მათთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა პროდუქციის, ბრენდების, ტექნიკური დეტალების და გაყიდვებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაციის სახით;
  • ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • Microsoft Office 365 ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული და პუნქტუალური
  • კომუნიკაბელური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები