25 მაი - 23 ივნ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.
შპს „ანაგი“ არის სამშენებლო სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო, სარემონტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ჯანსაღ კორპორატიულ კულტურას.
მოვალეობები
- საინჟინრო პროექტების, ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
- პროექტების რევიზია, ტექნიკური შეუსაბამობებისა და გაურკვევლობების იდენტიფიცირება;
- მასალების, მოწყობილობებისა და სამუშაო მოცულობების ამოკრება;
- BOQ-ისა და მასალათა ჩამონათვალის მომზადება, გადამოწმება და განახლება;
- შესყიდვების დეპარტამენტისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების ფორმირება;
- მომწოდებლებისგან მიღებული კომერციული და ტექნიკური წინადადებების შედარება და შეფასება;
- ალტერნატიული მასალებისა და მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის ანალიზი;
- ფასებისა და ტექნიკური მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში ასახვა;
- სხვა დაკავშირებული ტექნიკური დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
- უსაფრთხოების შიდა რეგულაციების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაზე;
- საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება MEP ან სამშენებლო-საინჟინრო სფეროში;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში
- ჯანსაღ კორპორატიულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/vlG8Bnge
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
ტექნიკური პროცესების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
