დღეს - 20 ივნ
ოჯახის ექიმი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო თერაპია, სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო თერაპია, სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • დაზღვეული პირებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
  • დაზღვეულის პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა.
  • დაზღვეულისთვის მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში.
  • სამედიცინო ისტორიის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
  • დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
  • გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით;
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოჯახის ექიმი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
სამედიცინო
თერაპია,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები