შემდეგი
დღეს - 20 ივნ
სტანდარტი
ადმინისტრაციული პროექტების მომსახურების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: juansher.anjaparidze@mifasi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1400
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია „მიფასი“ 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. „მიფასის“ სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს ადმინისტრაციული პროექტების მომსახურების სპეციალისტს.
მოვალეობები:
- კომპანიის რესურსით მოპოვებული ლიდების მართვა;
- მარკეტინგული კამპანიის მიერ მოპოვებული ლიდების მართვა;
- კომპანიის რესურსითა და მარკეტინგული კამპანიით მოპოვებული პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა/ჩატარება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 1400 ლ;
- ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
- გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: juansher.anjaparidze@mifasi.ge-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები