22 მაი - 20 ივნ
ელექტრონული კომერციის გაყიდვების ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
  • ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

მე, ნიტა მოდებაძე, ვმუშაობ გორგიაში ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2022 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას ელ. კომერციის დეპარტამენტში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს ვთავაზობთ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლით: 1C პროგრამას, შეკვეთების დამუშავებას, მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, ადმინისტრაციულ პანელებში მუშაობას, საბანკო მენეჯმენტ პანელებში მუშაობას, ონლაინ გაყიდვების სრულ სასიცოცხლო ციკლს. დავეხმარებით განავითაროს სტრატეგიული კომუნიკაციების უნარი ონლაინ გაყიდვებში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ონლაინ განაცხადების დამუშავება - შემოსულ განაცხადებზე (ქოლ ცენტრი, ვებ გვერდი, ჩათი) გამავალი ზარების განხორციელება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა, შეკვეთის შექმნა და დამუშავება პროგრამა 1C-ში;
  • საკომუნიკაციო არხებისგან (ქოლ ცენტრი, ონლაინ ჩათი, Facebook) დაფიქსირებული საკითხების მიღება, დამუშავება და მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის განვადების განაცხადის შევსება, პრომო შეთავაზებებზე და კვლევის მიზნით გამავალი ზარების განხორციელება;
  • აგროვების ჯგუფთან კომუნიკაცია;
  • დღის და თვის ჭრილში გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office 360 პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული და პუნქტუალური
  • კომუნიკაბელური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები