21 მაი - 03 ივნ
საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამისტი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/დეველოპმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: იურიდიული იურიდიული მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 7200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/დეველოპმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    იურიდიული იურიდიული მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს ვაკანსიას: საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამისტი

კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი
ორგანიზაცია - სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

ორგანიზაციის შესახებ
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.
ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

კატეგორია: პროგრამირება
განცხადების ბოლო ვადა 03.06.2026
თანამდებობრივი სარგო: 7200 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები
  • ახალი პროგრამული პროდუქტების და სერვისების პროექტირება, პროექტების ინიცირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია),
  • პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა და განაწილება;
  • საინფორმაციო სისტემების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება კომპიუტერის პროგრამული გამართულობის დადგენა;
  • მოთხოვნების და პროგრამული შეცდომების ანალიზი, პრობლემების დიაგნოსტიკა;
  • პროგრამული კოდის შემუშავება, გაუმჯობესება;
  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების შენარჩუნება/შეცვლა
  • ფუნქციონალური სპეციფიკიდან გამომდინარე ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის საიმედოობის უზრუნველყოფა
  • სისტემების ინსტალაცია, კონფიგურირება, კოორდინაცია და მონიტორინგი
  • ბიუროსა და ტერიტორიული ორგანოების სერვის ცენტრებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მათი წვდომა გლობალურ ქსელთან და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირება
  • მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან
  • შესრულებულ სამუშაოზე, პერიოდული ანგარიშის წარდგენა პროექტის მენეჯერთან

მოთხოვნები
  • მინიმალური განათლება - უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება - 5 წელი

საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ექსპერტიზის ნაწილში)
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ექსპერტიზის ნაწილში)
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები: 2258484
საკონტაქტო პირი: თინათინ გრიგალაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • C# პროგრამირების ენის სიღმისეული ცოდნა, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით;
  • ASP .NET WebForms, ASP .NET MVC და WinForms პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • .NET Framework .NET Core გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • T-SQL ენის ცოდნა / MSSQL რელაციურ მონაცემთა ბაზის ცოდნა;
  • Entity Framework და ADO.NET საფუძვლიანი ცოდნა;
  • JavaScript პროგრამირების ენის ცოდნა;
  • HTML, CSS მარკაპის ცოდნა;
  • REST API და SOAP / WCF მიკროსერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ExtJs, Telerik, DevExpress ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია
  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიუთითონ რეკომენდატორი;
  • წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი;
  • წარმოადგინონ სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შრომის წიგნაკი.

შეფასების ეტაპზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.expertiza.gov.ge/.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ქულათა სისტემით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/დეველოპმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები