შემდეგი
20 მაი - 02 ივნ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების უფროსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.
კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკის” დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად შეასრულოს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები.
მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების მოცულობის ზრდა, კლიენტთა რაოდენობის და სექტორის დივერსიფიკაციის გზით.
ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე SMB სეგმენტში საბანკო სერვისების წილის გაძლიერება.
მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების გაცემის პროცესში რისკების ანალიზისა და კონტროლის სტანდარტების დანერგვა და განახლება.
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
განყოფილების თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და მოტივაციის ხელშეწყობა, მათი პროდუქტიულობის გაზრდისთვის.
სესხების პირობების ოპტიმალური მოდელების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს ბანკის მომგებიანობის ზრდას SMB სეგმენტში.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხებისა და ფინანსური პროდუქტების განვითარება, რაც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
SMB კლიენტებისთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევა, მათი ნდობის მოპოვება და კლიენტთა ლოიალობის გაძლიერება
სამუშაოს აღწერა:
- მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების მიმართულების სტრატეგიის შემუშავება, განვითარება, განხორციელების უზრუნველყოფა;
- მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
- მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების პროცესების, პროდუქტების და დისტრიბუციის არხების მართვა, განვითარება, ოპტიმიზაცია;
- მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების პროდუქტების გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება;
- მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების წამახალისებელი სქემების შექმნაში მონაწილეობის მიღება, ცვლილებების შეტანის ინიცირება, დანერგვის უზრუნველყოფა;მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების კადრის საჭიროების განსაზღვრა და დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
- მცირე და საშუალო ბიზნესის და პერსონალური საბანკო მომსახურების რეგიონალური მენეჯერების, საკრედიტო მიმართულებით საქმიანობის მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
- რჩეული სერვის ცენტრების საკრედიტო მიმართულებით საქმიანობის მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
- საკრედიტო და არასაკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
- საკრედიტო კომიტეტის ორგანიზება/მონაწილეობა და სესხების გაცემის დადასტურება/უარყოფა.
- საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, სათანადო დოკუმენტაციისა და ფორმებისათვის კლიენტების საქმის გადახედვით და საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებთან ადგილზე ვიზიტი;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
- კლიენტების პერსონალური მონაცემების ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
- ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა.
- საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
- მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ფინანსური შედეგების მართვა და შესრულების უზრუნველყოფა
- პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფინანსური შედეგების მიღწევაზე, მათ შორის:
- საკრედიტო პორტფელის ზრდა
- შემოსავლიანობა
- საკომისიო შემოსავლები
- საშუალო ნაშთების ზრდა
- პორტფელის ხარისხი
- მომგებიანობის მაჩვენებლები (ROE/ROA);
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა და რისკების კონტროლი;
- SME კლიენტებში სრული საბანკო ურთიერთობის განვითარების უზრუნველყოფა;
- SME ბაზრის განვითარების და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- მაღალი ეფექტურობის მქონე გუნდის ფორმირება და განვითარება;
მენეჯერის პასუხისმგებლობები:
- თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლების, განვითარების და ცოდნის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
- წლიური ამოცანების/ პროექტების/KPI ების განსაზღვრა, გუნდის წევრების შეფასება და ინდივიდუალური მიზნების მონიტორინგი. წლიური შესრულებული სამუშაოების / დაქვემდებარებული გუნდის წევრების შეფასება (EPR). სამუშაოს არასათანადო შესრულების ე.წ poor performance-ის მართვა.
- დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
- საჭირო სამუშაო რესურსების დაგეგმვა და საქმეების სწორი განაწილება. თანამშრომლების შერჩევა, განვითარება და key პოზიციებზე საქსესორების გამოვლენა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია კომპანიაში/ დეპარტამენტში მიმდინარე სიახლეების შესახებ;
- სამუშაო გრაფიკის, შვებულებების და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
- შრომის დისციპლინის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების, კორპორატიული ღირებულებების, ეთიკის კოდექსის დაცვაზე ზედამხედველობა და დარღვევებზე რეაგირება ბანკის დისციპლინარული HR პოლიტიკის თანახმად;
- გუნდის წევრებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და გუნდურობის ხელშეწყობა;
- პოზიტიური და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- უმაღლესი განათლება, შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართალმცოდნეობა;
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკის საკრედიტო დეპარტამენტში, მენეჯერულ პოზიციაზე;
- კარგი მენეჯმენტისა და ორგანიზაციული უნარები;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კომუნიკაციის დამყარების, მოლაპარაკების დადებითად წარმოების უნარი;
- სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
- საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო დროის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გადაადგილების შესაძლებლობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 ივნისი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები