ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
ჟურნალისტიკა, პრესა - ინდუსტრია / სფერო: გასართობი
სამაუწყებლო მედია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
პალიტრა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ინტერპრესნიუსი აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მულტიმედია ჟურნალისტური მასალების მომზადება (ტექსტი, ფოტო/ვიდეო)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განიხილება ბოლო კურსის სტუდენტი/ ბაკალავრი/მაგისტრი;
- მულტიმედია ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ 1- წლიანი გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
- მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური საკითხების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი,
- ინფორმაციის გააზრებისა და გადმოცემის უნარი,
- ფოტო-ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!