დღეს - 16 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
დეველოპერული კომპანია „გრინბილდი“ აცხადებს ვაკანსიას ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
მოთხოვნები:
საჭირო უნარები:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@greenbuild.ge
ძირითადი მოვალეობები:
- ზედამხედველობა გაუწიოს სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს, მოცემული არქიტექტურული ნახაზების მიხედვით;
- აწარმოოს სამუშაო პროცესის მონიტორინგი მიმდინარე პროექტების მშენებლობის ხარისხსა და ვადების მიხედვით;
- გადაამოწმოს კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და ვადები;
- მეთვალყურეობა გაუწიოს სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვით საკითხებს;
- აწარმოოს ტექნიკური დოკუმენტაცია;
- გაუწიოს კოორდინაცია მიმდინარე/სამომავლო/არსებულ პროცესებს და ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია სამშენებლო მოედანზე დასაქმებულებთან, ოპერირების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
- აღწეროს, გააანალიზოს და შეაფასოს შესრულებული სამუშაო და გაუზიაროს უშუალო ხელმძღვანელს;
- ადგილზე აკონტროლოს კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების სახელშეკრულებო პირობების თანხვედრა მათ მიერ წარმართულ პროცესთან
მოთხოვნები:
- სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ან/და შესაბამისი სამუშაოთა წარმოების გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
- სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა.
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი.
- საოფისე პროგრამების ცოდნა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@greenbuild.ge
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
