18 მაი - 01 ივნ
IT მხარდაჭერის ოფიცრის სტაჟიორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები IT მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - IT მხარდაჭერის ოფიცრის სტაჟიორი,

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100 მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

ზოგადი პასუხისმგებლობები:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით
  • დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა

სპეციფიური პასუხისმგებლობები:
  • უზრუნველყოს ციფრული აღჭურვილობის მოვლა-შენახვა;
  • გაუწიოს მხარდაჭერა კრედოს პერსონალს IT-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებში;
  • კომპანიის აქტივების გამოყენების ვალდებულება დაწესებულების მისაღები გამოყენების პოლიტიკის შესაბამისად

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის ცოდნა და უნარები;
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;
  • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • ადამიანებთან ურთიერთობის ძლიერი უნარები;
  • უნდა იყოს თვით-მოტივირებული, ინოვაციური და შეეძლოს სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
  • უნდა იყოს ორგანიზებული, მოწესრიგებული და შეეძლოს მრავალი დავალების მენეჯმენტი შემჭიდროვებულ ვადებში;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისი
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები