18 მაი - 16 ივნ
ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინერის პოზიციაზე.
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმართმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარდების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
  • მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს
  • ორჯერად კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ღირსეულ სამუშაო პირობებს
  • სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
  • უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
  • ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:
  • ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
  • სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმიური სერვისის ჩატარებას
  • სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას
  • ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას
  • საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას
  • პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ

ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები