დღეს - 13 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას SME ლიზინგის მენეჯერის (გაყიდვების მენეჯერის) პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
- კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
- დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
- დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება, მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
- სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცება;
- საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
- ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
- ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და ცვლილების მართვა;
- პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და/ან ფინანსების მიმართულებით;
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- აუცილებელია ფინანსურ, სალიზინგო და/ან სადაზღვეო სექტორში მიღებული სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- Microsoft Office (Excel, Word).
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9dgqfW8
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
