დღეს - 13 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი, საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პორტფელის მონიტორინგის მიმართულებით (რეაბილიტაციისა და პრობლემური აქტივების მართვის განყოფილებაში).
მდებარეობა: ბათუმი; ჭავჭავაძის #55
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
სტაჟირების მანძილზე, სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება გამოცდილება მიიღოს შემდეგი მიმართულებებით:
- სისტემატიური კომუნიკაცია კლიენტებთან და ადგილზე ვიზიტი;
- ვადაგადაცილებაში/დავალიანებაში მყოფი კლიენტების პორტფელის დამუშავება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება;
- ვადაგადაცილების ფაილის დამუშავება;
- ჩარიცხვების კონტროლი;
- სხვადასხვა შიდა დოკუმენტაციის/აქტების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში იურისტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომიტეტისთვის რეპორტის მომზადება/გატანა;
- რეპორტინგის წარმოება;
- აქტივების დასაკუთრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების; ეკონომიკის; ფინანსების და/ან იურიდიული მიმართულებით)
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/sA4KDPtd
საბანკო
საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი,
საკრედიტო პორტფელის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
