დღეს - 13 ივნ
უმცროსი ინციდენტ მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი ინციდენტ მენეჯერი,

კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

პოზიციის მიზანი:
უმცროსი ინციდენტ მენეჯერი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებულ სერვისდესკის მართვის პროგრამაში შემოსული ინციდენტების გამოკლვევაზე, გაანალიზებაზე და საჭიროებიდან გამომდინარე მათ პრობლემებად დარეგისტრირებაზე. პასუხისმგებელია გამოითხოვოს სრული და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის მოგვარების შესახებ და ხშირის მსგავსი ინციდენტები დაარეგისტრირ ოს როგორც პრობლემა/ბაგი. ჩართული იყოს ინციდენტის მიმდინარეობისას , მისი დაწყებიდან მოგვარებამდე სრულ ციკლში.

ზოგადი პასუხისმგებლობები:
  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები:
  • გლობალური ან/და დაუგეგმავი ინციდენტების სასიცოცხლო ციკლის და IT სერვისების მიწოდების ხარისხის მართვა.
  • ინციდენტებზე შაბლონების მომზადება და იუზერების დროული ინფორმირება აქტიური ინციდენტის შესახებ.
  • ინციდენტის მიმდინარეობისას, მონაწილე გუნდის წევრებთან შეხვედრის (Teams, თუ სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით) დაორგანიზება და მყისიერად მათი ჩართვა.
  • შექმნას და შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება რექვესტერებთან,
  • მუდმივად იფიქროს გაუმჯობესებაზე და კმაყოფილების გაზრდაზე.
  • ყოველთვიური რეპორტინგი დარეგისტრირებული ინციდენტების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
  • IT ის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო ურთიერთობა.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • სასურველია სერვის დესკის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ITIL ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა;
  • წერილობითი კომუნიკაცია;
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა. Excel VBA პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
  • ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)ღილაკის საშუალებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები