დღეს - 13 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საცალო სესხების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს. მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო სესხების ბანკირის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:

- საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
- მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
- საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცესების წარმოება;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
- მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულიად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://mbc.selfrecruit.ge/s/X3hJ
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.06.2026
საბანკო
საცალო სესხების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები