დღეს - 13 ივნ
სტანდარტი
გარე სივრცეების დიასახლისი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება ქუჩის/პარკის დასუფთავება სასტუმრო / რესტორანი / კვება ჰაუსქიფინგი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გარე სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე არგოს საბაგირო გზაზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსი არგოს გარე ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
  • გადმოსახედი ბაქანის სისუფთავისა და მოწესრიგების კონტროლი;
  • სკვერისა და გამწვანებული სივრცეების მოვლა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • ბილიკების, კიბეების, მოსაცდელი სივრცეებისა და გარე ინვენტარის მოწესრიგება;
  • ნაგვის ურნების დაცლა და სისუფთავის კონტროლი;
  • ტერიტორიაზე არსებული მცირე დაბინძურებების დროული აღმოფხვრა;
  • ვიზიტორებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის დაზიანებებისა და ტექნიკური პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, საბაგირო გზის ზედა სადგური
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • კვება: უზრუნველყოფილია

კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად , გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს. https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დასუფთავება
ქუჩის/პარკის დასუფთავება
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჰაუსქიფინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები