დღეს - 21 მაი
სტანდარტი
ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@dhl.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტენდერი/კონკურსი
ტენდერი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი, ამანათის/ტვირთის მიწოდება, სატრანსპორტო/სატვირთო/სარკინიგზო გადაზიდვები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
DHL აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
მომსახურების გაწევის ვადა: მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება.
დაზღვეულთა რაოდენობა: 250+
DHL აცხადებს ტენდერს თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაზე: ჯანმრთელობის დაზღვევა, უბედური შეთხვევისგან დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა, თბილისსა და რეგიონებში.
ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი პირობები წარმოდგენილ შემოთავაზებებში:
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 20 მაისი 2026 წ. (18:00-მდე)
სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dhl.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
ჯორჯიან ექსპრესის HR დეპარტამენტი
სს ჯორჯიან ექსპრესი
სათავო ოფისი, ა. წერეთლის 105, თბილისი 0119
ტელ.: (+995032) 676060

- თანამშრომლების ასაკობრივი ზღვარი - ულიმიტო: დაზღვევას ექვემდებარებიან საოჯახო პაკეტის მეშვეობით - მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად), შვილები 18 წლამდე, მშობლები და და-ძმა (65 წლამდე);
- ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში (დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე) თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად) როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატების და გამოკლების შესაძლებლობა;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო ორი პაკეტი ერთი მინიმალური ღირებულების სადაზღვევო პაკეტი ( 65 ლარიანი ინდივიდუალური (მხოლოდ თანამშრომლის და/ან შვილი 18 წელს ზემოთ დაზღვევა) და 182 ლარიანი საოჯახო (თანამშრომელი + მეუღლე + შვილები (რაოდენობა შეუზღუდავად) და მეორე სადაზღვევო პაკეტი შედარებით მაღალი ღირებულების (100% და 90%-იანი დაფარვით). მოცემული პაკეტის ღირებულება არის შემოსული წინადადებების შედარებებისთვის, შერჩეულ კომპანიებთან ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება შემდეგი მოლაპარაკებებისთვის.
- საოჯახო დაზღვევის პაკეტის ღირებულება უნდა იყოს ერთი და არ უნდა შეიცვალოს პაკეტში დაზღვეულთა რაოდენობიდან გამომდინარე. საოჯახო პაკეტში დაზღვეულების რაოდენობა შეიძლება იყოს 2 და „+“ პირები. (თანამშრომელი და მეუღლე, ან/და თანამშრომელი, მეუღლე და შვილები (18 წლამდე).
- ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების (მათ შორის ქრონიკული დაავადებები) და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
- გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
- თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი საქართველოს მაშტაბით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- დაზღვეულისთვის სადაზღვეო პროცედურის დეტალური აღწერა - მომსახურების მიღების სურვილიდან დაწრებული, ანაზღაურების მიღებით დასრულებული.
- გამონაკლისი შემთხვევებისათვის დაზღვევა უნდა მოიცავდეს სპეციალურ სადაზღვევო ფონდს (გთხოვთ მიუთითოთ თანხა)
- ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 20 მაისი 2026 წ. (18:00-მდე)
სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dhl.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
ჯორჯიან ექსპრესის HR დეპარტამენტი
სს ჯორჯიან ექსპრესი
სათავო ოფისი, ა. წერეთლის 105, თბილისი 0119
ტელ.: (+995032) 676060
ელ. ფოსტა: hr@dhl.ge
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები