დღეს - 09 ივნ
სანიტარი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598?88 39 20

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სანიტარია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას - სანიტრის პოზიციაზე თბილისში, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.
ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სრული ან არასრული საშუალო განათლება.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული სივრცის დადგენილი წესით დასუფთავება;
  • სეპარირებული ნარჩენების დადგენილი წესით გატანა;
  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • დასუფთავების ინვენტარის სწორად გამოყენება და უსაფრთხოდ შენახვა;
  • სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • ემპათიურობა;
  • მოტივირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (სანიტარი თბილისში) ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: +995 598 88 39 20.
სამუშაო გრაფიკი: დადგენილი სამუშაო გრაფიკის მიხედვით: 09:00- დან 15:30-მდე.
მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
სამედიცინო
სანიტარია
ნახვები
უნიკალური ნახვები