11 მაი - 09 ივნ
დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551 189 280

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს,
სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს
ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“სახელითაა ცნობილი
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და
ველნეს
აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო
გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს
საქართველოში.
„მედიქალ ვორლდის“ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს
შენარჩუნებას.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ აცხადებს ვაკანსიას დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორის პოზიციაზე:

ანაზღაურება: 1000 ლარიდან ზემოთ გამოცდილების მიხედვით.
მდებარეობა: ქ.თბილისი, გ.ჟვანიას ქ N 15(ყოფილი ლუბლიანას 33).
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან-18:00 სთ-მდე

სამუშაოს აღწერა:
  • რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი დროული რეაგირება;
  • შემოსული მიმართვების საფუძველზე გამოკვლევების რეგისტრაცია;
  • გამოკვლევის შედეგებთან მიმართებაში წარმოქმნილ ნებისმიერ ხარვეზზე სწრაფი რეაგირება;
  • სამუშაო საათების დაწყების და დასრულებისას მიმდინარე პროცესების გადაბარება.
  • ხელმძღვანელთან აქტიური კომუნიკაცია და რეპორტინგი.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სერვისზე(ოჯახის წევრებსაც).

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.) ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე: +995 551 189 280.

გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები